გამოტოვება და საიტზე გადასვლა

თმის მოვლა, პროფესიონალის რჩევები.

15.12.2015

თანამედროვე ქალაქებში რთულია შევინარჩუნოთ თმის ბუნებრივი სილამაზე: დაბინძურებული ჰაერი, ტემპერატურის ცვლილება, ტენიანობა, მავნე ჩვევები და არაჯანსაღი კვება. გარდაამისა თმის ღებვა აგრესიული საშუალებებითა და თმის ვარცხნა ფენისა თუ უთოს გამოყენებით - ყველა ეს მავნე ფაქტორი იწვევს თმის დაზიანებასა და დასუსტებას, შედეგად კი თმა იწყებს ცვენას. ბევრისათვის ასევე ცნობილია ქერტლის პრობლემა: სტრესები, იმუნიტეტის შესუსტება და სოკოვანი დაავადება განაპირობებს უამრავი მშრალი ქერტლის ჩამოყალიბებას, რაც თმას უკარგავს მიმზიდველობასა და აფუჭებს განწყობას.

თმის მოვლა, პროფესიონალის რჩევები.

იმისათვის, რომ თმა იყოს ჯანსაღი, მოვლილი და ლამაზი, საჭიროა სათუთი მოვლა და ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ნატურალური და ბუნებრივი შემადგენლობით.

თმის სწორი მოვლის საფუძველი

თმის სწორი მოვლა და ზრუნვა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მისი ბუნებრივი, ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე, ამასთან, თავი დავაღწიოთ გარემოს მავნე ზემოქმედების ზეგავლენას.

  • თმა დაიბანეთ თბილი წყლით, არაუმეტეს 45 გრადუსისა.
  • დასაბანი საშუალებების გამოყენებისას თავის კანი დავამუშაოთ საფუძვლიანად, შემდეგ ჩამოვიბანოთ შამპუნი და ხელახლა დავიტანოთ.
  • თმა დაივარცხნეთ დაბანამდე, დაბანის შემდეგ თმა შეშრეს და მხოლოდ ამის შემდეგგამოიყენეთ სავარცხელი.
  • თმა შეიშრეთ ბუნებრივად (შეძლებისდაგვარად), ფენის გამოყენებისას კი დავიცვათ 40 სმ-ანი დისტანცია.

თმის მოვლის საშუალებები: როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ თმის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები?

უპირველესად შერჩევა უნდა მოხდეს თმის ტიპის მიხედვით:

  • ცხიმიანი ტიპის თმის მოვლისას აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი საშუალებები, რომლებიც არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას, ასევე გამოყენებულ უნდა იქნას მსუბუქი მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც არ ამძიმებენ თმას. Loovir-ის საშუალებებში, რომლებიც შექმნილია ცხიმიანი თმისთვის წარმოდგენილია მინერალური შამპუნი (Mineral Sampoo for oily hair)და ცხიმიანი თმის ნიღაბი შავი სამკურნალო ტალახით (Black Mud Hair Mask for oily hair fnd scalp). ეს ორივე საშუალება შეიცავს მკვდარი ზღვის მინერალებს, ალოე ვერას ექსტრაქტსა და ვიტამინებს, რაც არეგულირებს თმის ცხიმოვან ბალანსს, თმას ანიჭებს სისუფთავესა და სიმსუბუქეს დიდი ხნის განმავლობაში.
  • მშრალ და ნორმალური ტიპის თმას მოუხდება რბილი, მკვებავი შამპუნები, ბალზამები და ნიღბები ნატურალური ზეთებითა და ექსტრაქტებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი და თმის კონდიციონერი დამძიმებისა და „დავარდნის“ შიშის გარეშე. ჩვენ გირჩევთ Loovir-ის საშუალებების დუეტს: მინერალური შამპუნი (Mineral Sampoo for normal to dry hair) და კონდიციონერი მკვდარი ზღვის აღმდგენი კომპლექსის საფუძველზე (Revitalizing Balsam Conditioner).
  • დაზიანებული და შეღებილი თმის მოვლა უნდა იყოს განსაკუთრებულად ფაქიზი და ინტენსიური. Loovir-ის მინერალური ნიღაბი (Mineral Hair Mask for colored and treated hair) შეიცავს ვიტამინებს A,E,C, ჟოჟობას ზეთს - იდეალური მკვებავი კოქტეილი, რაც ეხმარება თმას აღადგინოს დაზიანებული სტრუქტურა.

თმის ძირების გასაძლიერებლად (თმის ნებისმიერი ტიპის) და თმის მთელ სიგრძეზე გასაჯანსაღებლად, შამპუნებისა და კონდიციონერების გარდა, კვირაში 1-2-ჯერ უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი კომპონენტები: ზეთები, მცენარეული ექსტრაქტები, თეთრი თიხა, სამკურნალო ტალახი.

გახსოვდეთ, რომ თმას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა სეზონის ცხელ და ცივ პერიოდებში. არ დაგავიწყდეთ ქუდის გამოყენება და საკუთარი რაცოინი გააჯერეთ ვიტამინებით(A,E,C), რკინით, კალციუმითა და ცილებით.

დამატება
გაზიარება
მომწონს

სხვა რჩევები

14.01.2016

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა ტიპის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ შევძლოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კანის დაბერების პროცესი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ანტიასაკობრივი მოვლის საფუძვლებზე, ვახსენეთ, საშინაო პროცედურების შეთავსების მნიშვნელობაზე ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ავღწერეთ საშინაო მოვლის 3 ეტაპი: წმენდა, ტონიზირება და მასაჟი.

14.01.2016

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა სახის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ მოვახერხოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? ჩვენი სტატია შედგება 2 ნაწილისგან, სადაც გიამობობთ, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს კანზე 30 წლის შემდეგ.

18.12.2015

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

ლიფტინგი - სახის კანის აჭიმვის პროცედურაა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსსა და სიმკვრივეს. მაშინ, როდესაც ქალბატონები აწყდებიან ასაკობრივ ცვლილებებს, ისინი მიმართავენ სხვადასხვა სახის ლიფტინგის პროცედურებს და წარმატებით აღწევენ თავს წვრილ ნაოჭებს, კანის მოდუნებასა და კონტურის შესუსტებას.