გამოტოვება და საიტზე გადასვლა

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

18.12.2015

ლიფტინგი - სახის კანის აჭიმვის პროცედურაა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსსა და სიმკვრივეს. მაშინ, როდესაც ქალბატონები აწყდებიან ასაკობრივ ცვლილებებს, ისინი მიმართავენ სხვადასხვა სახის ლიფტინგის პროცედურებს და წარმატებით აღწევენ თავს წვრილ ნაოჭებს, კანის მოდუნებასა და კონტურის შესუსტებას.

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

რატომ არის საჭირო ლიფტინგი?

ასაკის მატებასთან ერთად, კანში მიმდინარეობს იმ ცილების შემცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას: კოლაგენისა და ელასტინის. შედეგად კანი თხელდება და კარგავს ელასტიურობას: ჩნდება ნაოჭები და ნაკლოვანებები, კანი ეშვება, სახის კონტური კი ხდება უფრო ბუნდოვანი. ამ ცილების გამომუშავების პროცესის გასააქტიურებლად საჭიროა ძლიერი სტიმული - აქტიური კომპონენტების შემცველი საშუალებები, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელია კოსმეტოლოგების არსენალსა და ელიტარული კოსმეტიკის მწარმოებლების ასორტიმენტში.

ლიფტინგის პროცედურა ტარდება როგორც სალონში, ასევე სახლის პირობებში შესაბამისი საშუალებებითა და ყველა წესის დაცვით.

ლიფტინგი სახლის პირობებში

ლიფტინგი სახლის პირობებში - არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს. საჭიროა შევარჩიოთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები და რეგულარულად ვატაროთ საშინაო პროცედურები. მხოლოდ რეგულარული მოვლა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტს, რათა გავხდეთ უფრო თავდაჯერებული და შთამბეჭდავი.

ლიფტინგის ზოგიერთი საშუალების გამოყენების შემდეგ, ეფექტის დანახვა შესაძლებელია მოხმარებისთანავე. ასეთს მიეკუთვნება Loovir-ის ნიღაბი Instant Lifting Mask- მომენტალური ლიფტინგის ეფექტით, რომელიც შეიცავს კოლაგენისა და ელასტინის პეპტიდებს. ეს არის ცილოვანი ნაერთი, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში და ასტიმულირს საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

სახის ლიფტინგის ნიღაბი- საჭიროა დავიტანოთ მშრალ კანზე აღმავალი სამასაჟო ხაზების მიმართულებით. ამის შემდეგ სახე მოვადუნოთ და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთით (უმჯობესია წამოვწვეთ). მაშინ, როდესაც ნიღაბი სრულად შეშრება ის უნდა ჩამოვიბანოთ. შეგვიძლია დავტკბეთ ლიფტინგ-ეფექტით.

სახის კანის ნატურალური გაახალგაზრდავებისთვის კიდევ ერთი საშუალებაა - აქტიური სუპერ შრატი Youth Activating Super Serum. ის მდიდარია პეპტიდებით, შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. გამოჰყავს ტოქსინები და კანის განახლებას უწყობს ხელს, ამიტომ შესამჩნევად ამცირებს ნაოჭებსა და ნაკლოვანებებს. რეკომენდირებულია შრატის დღეში 2ჯერ გამოყენება (დილას და საღამოს), წრიული სამასაჟო მოძრაობებით.

არ დაივიწყოთ ტუჩისა და თვალის ირგვლივ კანის მოვლა, რომელიც ასევე საჭიროებს აჭიმვასა და აღდგენას. ამაში დაგეხმარებათ თვალის ირგვლივ გელი ლიფტინგის ეფექტით Eye and Lip Contour Lifting Gel, რომელიც თანდათან ხსნის სიშავესა და შეშუპებას, ამცირებს თვალისა და ტუჩის ირგვლივ ნაოჭებს, პეპტიდების წყალობით კი ვიღებთ შესამჩნევ გადაჭიმვის ეფექტს.

სახის მასაჟი სახლში

სახლის პირობებში მასაჟისთვის შესანიშნავი საშუალებაა Loovir-ის მოდელირებადი ჰიდრო გელი (Oxygen Sculpturing Hydro gel). ეს ნაზი გელი წყალმცენარეების ექსტრაქტებითა და მკვდარი ზღვის მინერალურ-ჟანგბადოვანი კომპლექსით დაგეხმარებათ დააჩქაროთ მიმოცვლის პროცესები, კანი გახადოს გლუვი და სწორი. მისი რბილი ტექსტურა იდეალურია ნაზი, გამაახალგაზრდავებელი მასაჟისთვის, რათა მივაღწიოთ ლიფტინგის ეფექტს.

სახის ლიფტინგ - მასაჟის ტექნიკა

  • სახეზე დაიტანეთ Loovir-ის ჟანგბადოვანი ჰიდრო-გელი
  • მასაჟი დაიწყეთ სახის ქვედა ნაწილიდან, ნელ-ნელა გადადით შუბლის ზონაზე, განახორციელეთ ნაზი, წრიული მოძრაობები ცენტრიდან გარეთ.
  • ლოყის ქვემო და შუა ნაწილების მიდამოებში ამოძრავეთ სამასაჟო მიმართულებით ცენტრიდან გარეთ.
  • შუბლის არე ნაზად დაამუშავეთ წარბიდან საფეთქლების მიმართულებით.

გახსოვდეთ, რომ ლიფტინგი არის ნაწილი იმ აუცილებელი პროცედურებისა, რაც ესაჭიროება მოვლლილ კანს. თუ გსურთ დარჩეთ ახალგაზრდა და ლამაზი, არ დაივიწყოთ სხვა პროცედურებიც: წმენდა, კვება, დატენიანება. იყავით თანმიმდევრული და მომთმენი, რათა სილამაზე შეინარჩუნოთ მრავალი წლის განმავლობაში.

დამატება
გაზიარება
მომწონს

სხვა რჩევები

14.01.2016

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა ტიპის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ შევძლოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კანის დაბერების პროცესი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ანტიასაკობრივი მოვლის საფუძვლებზე, ვახსენეთ, საშინაო პროცედურების შეთავსების მნიშვნელობაზე ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ავღწერეთ საშინაო მოვლის 3 ეტაპი: წმენდა, ტონიზირება და მასაჟი.

14.01.2016

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა სახის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ მოვახერხოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? ჩვენი სტატია შედგება 2 ნაწილისგან, სადაც გიამობობთ, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს კანზე 30 წლის შემდეგ.

17.12.2015

სხეულის მოვლა: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

სახის კანის მზრუნველობისას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ტანის კანს. ეს კი მცდარი მიდგომაა, ვინაიდან სხეულზე ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მცირე ოდენობაა, ვიდრე სახეზე. შესაბამისად მას სჭირდება რეგულარული კვება და დატენიანება. არასათანადო ყურადღების შემთხვევაში კანი სხეულზე იწყებს აქერცვლასა და დათხელებას, ჩნდება მიკროტრავმები და ნახეთქები, რაც იწვევს მრავალ პრობლემას.