გამოტოვება და საიტზე გადასვლა

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

14.01.2016

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა ტიპის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ შევძლოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კანის დაბერების პროცესი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ანტიასაკობრივი მოვლის საფუძვლებზე, ვახსენეთ, საშინაო პროცედურების შეთავსების მნიშვნელობაზე ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ავღწერეთ საშინაო მოვლის 3 ეტაპი: წმენდა, ტონიზირება და მასაჟი.

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

კანის მოვლის ძირითადი ეტაპები (გაგრძელება, ნაწილი 2)

მე-4 ეტაპი: კვება და დატენიანება.

ეს მოვლის საკვანძო ეტაპია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტურობის თვალსაზრისით. გადამწყვეტი როლი აქვს საშუალების სწორ შერჩევას: ის კრემები და ნიღბები, რომლებსაც ამ ასაკის ქალბატონები იყენებენ, შემადგენლობით მდიდარი უნდა იყოს არა მხოლოდ ნატურალური ექსტრაქტებითა და მცენარეული ზეთებით, ასევე ბიოქიმიური წარმოშობის აქტიური კომპონენტებით, რომლებსაც შეუძლიათ დააჩქარონ მიმოცვლის პროცესები, ხელი შეუწყოს უჯრედების დაყოფას, ასევე კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.

როგორც წესი, სასრგებლო ნივთიერებების ყველაზე დიდ კონცენტრაციას შეიცავენ ნიღბები. ზოგიერთ მათგანს პირველივე გამოყენებისას შესწევს უნარი შესამჩნევი გახადოს ეფექტი. ასეთებს მიეკუთვნება Loovir-ის მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები, რომლებიც შეიცავენ მკვდარი ზღვის მინერალებს და ჟანგბადის მოლეკულებს. როდესაც ჟანგბადი ჩადის კანის ღრმა ფენებში - უჯრედები იწყებენ სუნთქვას, ეს კი ააქტიურებს მიმოცვლის პროცესებს.

  • Intensive Care Night Mask - კანის მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი. გარდა ჟანგბადისა და მინერალებისა, ის შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს A, E C, ანტოიქსიდანტებსა და მარგალიტის ფხვნილს - პიგმენტაციისა და კანის ფერის გასაუმჯობესებლად.
  • Instant Lifting Mask - ლიფტინგ ნიღაბი მკვდარი ზღვის მინერალებითა და ჟანგბადით, რომელიც უზრუნველყოფს გადაჭიმვის მყისიერ ეფექტს პეპტიდების, კოლაგენისა და ელასტინის შემცველობის ხარჯზე. ზუსტად ეს ცილები უზრუნველყოფენ ნაოჭების შემცირებას, კანის სიმკვრივესა და ტონუსს.

დღის და ღამის მოვლა

დღისა და ღამის მოვლა სხვადასხვა მიდგომას საჭიროებს, დღის და ღამის პერიოდებში ჩვენს კანს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. დღის კრემი აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს კანის დაცვას მზისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ასევე უნდა წარმოადგენდეს ბაზას დეკორატიული კოსმეტიკისათვის, ამასთან უდა გააჩნდეს მსუბუქი ტექსტურა.

ღამე ჩვენი კანი განიცდის განახლების პროცესებს, ადვილად შეიწოვება სასარგებლო ნივთიერებები, ამიტომ ღამის კრემის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კანის მაქსიმალური კვება და გაახალგაზრდავების პროცესების უზრუნველყოფა.

  • გაეცანით Loovir-ის დღისა და ღამის კრემებს. დარწმუნდით, რომ ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ამოცანებს. დღის დამატენიანებელი კრემი Perfect Firming Day Cream- შეიცავს მიკრო-კაფსულებს, რომლებიც უშუალოდ კანთან კომტაქტისას იწყებენ დნობას, რათა ყველა აქტიური ნივთიერება (ვიტამინები, მკვდარი ზღვის მინერალები, ანტიოქსიდანტები, ზეთები) მივაწოდოთ კანს უცვლელ მდგომარეობაში.
  • ღამის კრემი Ideal Revitalizing Night Cream - კვებავს და ააქტიურებს აღმდგენ პროცესებს, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, სტრუქტურულ პეპტიდებს, ვიტამინებსA, E, წყალმცენარეების ექსტრაქტებს, ალოე ვერას ექსტრაქტს, ავოკადოსა და ქოქოსის ზეთებს.

და ბოლოს გვინდა ავღნიშნოთ, იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს, არ არის საკმარისი მხოლოდ საშუალებების შერჩევა. საჭიროა პროცედურების ჩატარება რეგულარულად და თანმიმდევრულად: წმენდა, ტონიზირება, მასაჟი, დატენიანება და კვება. ასევე პერიოდულად ვიზიტი კოსმეტოლოგთან, რათა ვისწავლოთ ჩვენი კანის სწორი მოვლა.

იყავით ლამაზი და ახალგაზრდა, აღაფრთოვანეთ გარშემომყოფნი.

დამატება
გაზიარება
მომწონს

სხვა რჩევები

14.01.2016

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა სახის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ მოვახერხოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? ჩვენი სტატია შედგება 2 ნაწილისგან, სადაც გიამობობთ, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს კანზე 30 წლის შემდეგ.

18.12.2015

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

ლიფტინგი - სახის კანის აჭიმვის პროცედურაა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსსა და სიმკვრივეს. მაშინ, როდესაც ქალბატონები აწყდებიან ასაკობრივ ცვლილებებს, ისინი მიმართავენ სხვადასხვა სახის ლიფტინგის პროცედურებს და წარმატებით აღწევენ თავს წვრილ ნაოჭებს, კანის მოდუნებასა და კონტურის შესუსტებას.

17.12.2015

სხეულის მოვლა: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

სახის კანის მზრუნველობისას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ტანის კანს. ეს კი მცდარი მიდგომაა, ვინაიდან სხეულზე ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მცირე ოდენობაა, ვიდრე სახეზე. შესაბამისად მას სჭირდება რეგულარული კვება და დატენიანება. არასათანადო ყურადღების შემთხვევაში კანი სხეულზე იწყებს აქერცვლასა და დათხელებას, ჩნდება მიკროტრავმები და ნახეთქები, რაც იწვევს მრავალ პრობლემას.