გამოტოვება და საიტზე გადასვლა

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

14.01.2016

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა სახის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ მოვახერხოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? ჩვენი სტატია შედგება 2 ნაწილისგან, სადაც გიამობობთ, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს კანზე 30 წლის შემდეგ.

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

როგორ იცვლება სახის კანი 30 წლის შემდეგ

რატომ ვაწყდებით დაბერების პირველ ნიშნებს? 27-30 წლის ასაკში კანში ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მცირდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება - შემაერთებელი ქსოვილების ცილები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის სიმკვრივესა და მდგრადობას. ცხიმოვანი ჯირკვლები

შედეგად კანი კარგავს ელასტიურობას, ხდება უფრო თხელი და დაუცველი მავნე ფაქტორების მიმართ: დაბინძურებული ჰაერი, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, მზის სხივები, მავნე ჩვევები და დაბალი ხარისხის კოსმეტიკა. შემაერთებელი ქსოვილის ცილის შემცირების ხარჯზე ჩნდება პირველი ნაოჭები წარბებს შორის და თვალის ირგვლივ კანზე. კანის ზედაპირზე წარმოქმნილი გარქოვანებული უჯრედების გამო კანი კარგავს ჯანსაღ ფერსა და ბრწყინვალებას.

ყველა ეს პროცესი არის ბუნებრივი და გარდაუვალი, მაგრამ არ ღირს დაღონება: თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეანელოთ ყველა ეს პროცესი თუ დროულად დაიწყებთ სახის კანის რეგულარულ მოვლას. აუცილებელია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ კოლაგენს, ელასტინს, ჰიალურონის მჟავასა და სხვა აღმდგენ საშუალებებს, ასევე, აუცილებელია, პერიოდული ვიზიტები კოსმეტოლოგთან, რომელიც დაგეხმარებათ ზრუნვა გახდეს სისტემური და მოკლე დროში მივაღწიოთ რეალურ შედეგებს. გარდა ამისა, ახლა სავალდებულოა სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

კანის მოვლის ძირითადი ეტაპები

1 ეტაპი - წმენდა

მოვლის პროცედურა აუცილებლად უნდა დავიწყოთ კანის გარე გარსის წმენდით ცხიმის, ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისაგან, რაც ხელს უშლის ჟანგბადთან წვდომას და იწვევს ფორების დაბინძურებას. თუ დილას საკმარისია სახის დაბანა, საღამოს უკვე საჭიროა კანის ღრმა წმენდა, რაც მოგვცემს საშუალებას მოვემზადოთ ძირითადი მოვლისთვის.

სახლის პირობებსი საფუძვლიანი, მაგრამ სათუთი წმენდისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ Loovir-ის შემდეგი საშუალებები:

  • ღრმად გამწმენდი სახის ნიღაბი Rejuvenating Purifying Peel Mask - შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ კომპონენტს - პაპაის წვენს, რომელიც ახდენს
  • გარქოვანებული უჯრედების შემაერთებელი ქსოვილის დნობას და ახდენს მის მოშორებას უმტკივნეულოდ. ნაზი გამწმენდი სახის რძე Gentle Nourishing Cleanser ამდიდრებს კანს ჟანგბადითა და მკვდარი ზღვის მინერალებით. საშუალება შეიცავს ნატურალურ ზეთებსა და ექსტრაქტებს, ამიტომ არ იწვევს დაჭიმულობის შეგრძნებას - პირიქით, კანი ხდება საოცრად რბილი და ნაზი.

გამწმენდი საშუალებების ჩამოსაბანად ეცადეთ გამოიყენოთ სუფთა თბილი წყალი: ცივი წყალი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, ხოლო ცხელი-გაფართოებას, ეს ორივე აზიანებს კანის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ეტაპი 2 - აღდგენა და ტონიზირება.

სანამ გამოვიყენებთ მოვლის ძირითად საშუალებებს, საჭიროა კანი შევამზადოთ მათი აქტიური ზეგავლენისათვის. ამისათვის გამოიყენება ტონიკი: წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ, ის აღადგენს წყლის ბალანსს და კანს მაქსიმალურად ამზადებს შემდგომი ეტაპებისთვის.

დამაბალანსირებელი აქტიური ტონიკი Balancing Active Tonic ( Loovir), ყველა სხვა თვისებებთან ერთად მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: გერანისა და კალენდულას ზეთები აწყნარებს და აღადგენს კანის დაზიანებულ ადგილებს.

ეტაპი 3 - სახის მასაჟი

სახის ძირითადი მასაჟი უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად, ამისათვის არ არის საჭირო პროფესიონალის მომსახურება: საკმარისია დავიმახსოვროთ მასაჟის მარტივი ტექნიკა და ძირითადი სამასაჟო ხაზების განლაგება. თითქმის ყველა მათგანი მიემართება ცენტრიდან პერიფერიისკენ ზედა მიმართულებით, ნიკაპიდან საფეთქლებისკენ, შუბლის შუა ზონიდან - ასევე საფეთქლებისკენ. თითის მოძრაობები უნდა იყოს რბილი და ნაზი, ძლიერი ზეწოლის გარეშე.

მასაჟს ესაჭიროება მსუბუქი საშუალება, რომელიც უნდა დავიტანოთ კანზე ზედმეტი რისკების გარეშე.

Loovir-ის ხაზში ამ ეტაპისთვის განკუთვნილია მოდელირებადი ჰიდრო-გელი Oxygen Sculpturing Hydro-gel. გელის ტექსტურა გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ შეუფერხებელი მასაჟი რამოდენიმე წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ თქვენ ნახავთ თუ როგორ შესამჩნევად გათანაბრდა და გაღიავდა კანი.

დამატება
გაზიარება
მომწონს

სხვა რჩევები

14.01.2016

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა ტიპის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ შევძლოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კანის დაბერების პროცესი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ანტიასაკობრივი მოვლის საფუძვლებზე, ვახსენეთ, საშინაო პროცედურების შეთავსების მნიშვნელობაზე ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ავღწერეთ საშინაო მოვლის 3 ეტაპი: წმენდა, ტონიზირება და მასაჟი.

18.12.2015

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

ლიფტინგი - სახის კანის აჭიმვის პროცედურაა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსსა და სიმკვრივეს. მაშინ, როდესაც ქალბატონები აწყდებიან ასაკობრივ ცვლილებებს, ისინი მიმართავენ სხვადასხვა სახის ლიფტინგის პროცედურებს და წარმატებით აღწევენ თავს წვრილ ნაოჭებს, კანის მოდუნებასა და კონტურის შესუსტებას.

17.12.2015

სხეულის მოვლა: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

სახის კანის მზრუნველობისას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ტანის კანს. ეს კი მცდარი მიდგომაა, ვინაიდან სხეულზე ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მცირე ოდენობაა, ვიდრე სახეზე. შესაბამისად მას სჭირდება რეგულარული კვება და დატენიანება. არასათანადო ყურადღების შემთხვევაში კანი სხეულზე იწყებს აქერცვლასა და დათხელებას, ჩნდება მიკროტრავმები და ნახეთქები, რაც იწვევს მრავალ პრობლემას.