გამოტოვება და საიტზე გადასვლა

სხეულის მოვლა: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

17.12.2015

სახის კანის მზრუნველობისას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ტანის კანს. ეს კი მცდარი მიდგომაა, ვინაიდან სხეულზე ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მცირე ოდენობაა, ვიდრე სახეზე. შესაბამისად მას სჭირდება რეგულარული კვება და დატენიანება. არასათანადო ყურადღების შემთხვევაში კანი სხეულზე იწყებს აქერცვლასა და დათხელებას, ჩნდება მიკროტრავმები და ნახეთქები, რაც იწვევს მრავალ პრობლემას.

სხეულის მოვლა: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

სახის კანის მზრუნველობისას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ტანის კანს. ეს კი მცდარი მიდგომაა, ვინაიდან სხეულზე ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მცირე ოდენობაა, ვიდრე სახეზე. შესაბამისად მას სჭირდება რეგულარული კვება და დატენიანება. არასათანადო ყურადღების შემთხვევაში კანი სხეულზე იწყებს აქერცვლასა და დათხელებას, ჩნდება მიკროტრავმები და ნახეთქები, რაც იწვევს მრავალ პრობლემას.

რამოდენიმე სასარგებლო რჩევა თქვენი სხეულისთვის

  • გრილი, კონტრასტული დუში დილას დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში, საღამოს კი ძალების აღდგენაში. კანს მატებს ტონუსს და ზრდის იმუნიტეტს.
  • მასაჟი–ეხმარება სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს უბრუნებს სასიცოცხლო ძალას.
  • პილინგი–ბუნებრივი აბრაზივებით არა მხოლოდ ასუფთავებს კანს გარქოვანებული ფენისგან, ასევე აუმჯობესებს უჯრედების სუნთქვას, კანს აშორებს მავნე ნივთიერებებს–ტოქსინებს.

სხეულის მოვლის საშუალებები: არჩევა და გამოყენება

კომპეტენტური ზრუნვის საფუძველია კარგი დამატენიანებელი კრემი სხეულისთვის. კრემს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ტესტურა, ამასთან ის მდიდარი უნდა იყოს მკვებავი ნივთიერებებით. კრემი უნდა გამოვიყენოთ დუშის შემდეგ, ნაზი სამსაჟო მოძრაობებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდამივაქციოთ მეტად მშრალ ზონებს (მუცელი, კისერი, დეკოლტეს, ზონა).
შესამჩნევი სირბილისა და ელასტიურობის მინიჭება ძალუძს Loovir-ის დამატენიანებელ კრემს Moisturizing Body Cream. მის შემადგენლობაშია მკვდარი ზღვის მინერალები, ანტიოქსიდანტები, ალოე ვერას ექსტრაქტი, შის და პაჩულის ცხიმი, ამიტომ კრემი აქტიურად კვებავს და ატენიანებს ძალიან მშრალ კანსაც კი.

კანის სკრაბი–შეუცვლელი ინსტრუმენტი თქვენი სილამაზის არსენალში. შესანიშნავი სკრაბი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის აბრაზიულ ნაწილაკებს, რომელიც ტრავმირებას არ აყენებს კანს და ნაზად აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს. ჩვენ გირჩევთ Loovir–ის სკრაბებს ზღვის მარილის საფუძველზე. ის არა მხოლოდ აშორებს გარქოვანებას, არამედ კვებავს და არბილებს კანს ტკბილი ნუშისა და ხორბლის ზეთის მეშვეობით.

ტანის კანის ზეთი – შესანიშნავი მკვებავი ელექსირი, რომელიც მშრალ და თხელ კანს ხდის უფრო ელასტიურსა და ხავერდოვანს. რეგულარული მოვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური ზეთი, სხეულის ზეთი ბავშვისთვის ან გამოვიყენოთ სუფთა ზეითუნის, ქოქოსის, ლავანდას ზეთები, ან შიის ცხიმი და არგანის ზეთი.

ზეთებთან ერთად რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ზღვის სამკურნალო ტალახი, ასეთი საშუალების პოვნა მაღაზიებში არ არის ადვილი, მაგალითად Loovir–ის მკვდარი ზღვის ნატურალური ტალახი წყალმცენარეებითა და ზეითუნის ზეთით Dead Sea Black Mud - შეძენა შესაძლებელია კოსმეტიკურ და სამედიცინო–ესთეტიკურ ცენტრებში, სადაც კოსმეტოლოგები გაგაცნობენ მისი გამოყენების დეტალებს.

კომპლექსური და რეგულარული ტანის კანის მოვლა საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ სასურველად და მიმზიდველად. დღესვე დაიწყეთ ზრუნვა საკუთარ სხეულზე !

დამატება
გაზიარება
მომწონს

სხვა რჩევები

14.01.2016

სახის მოვლა 30 წლის შემდეგ. ნაწილი 2

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა ტიპის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ შევძლოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კანის დაბერების პროცესი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ანტიასაკობრივი მოვლის საფუძვლებზე, ვახსენეთ, საშინაო პროცედურების შეთავსების მნიშვნელობაზე ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ავღწერეთ საშინაო მოვლის 3 ეტაპი: წმენდა, ტონიზირება და მასაჟი.

14.01.2016

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ (ნაწილი 1)

რა ემართება ჩვენს კანს 30 წლის შემდეგ? რა სახის მოვლა ესაჭიროება მას? როგორ მოვახერხოთ დაბერების პროცესის მაქსიმალური შენელება? ჩვენი სტატია შედგება 2 ნაწილისგან, სადაც გიამობობთ, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს კანზე 30 წლის შემდეგ.

18.12.2015

სახის ლიფტინგი სახლის პირობებში

ლიფტინგი - სახის კანის აჭიმვის პროცედურაა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსსა და სიმკვრივეს. მაშინ, როდესაც ქალბატონები აწყდებიან ასაკობრივ ცვლილებებს, ისინი მიმართავენ სხვადასხვა სახის ლიფტინგის პროცედურებს და წარმატებით აღწევენ თავს წვრილ ნაოჭებს, კანის მოდუნებასა და კონტურის შესუსტებას.