გამოტოვება და საიტზე გადასვლა

გაახალგაზრდავების ჟანგბადოვანი აპარატი

ადამიანისთვის ჟანგბადის სარგებელსა და როლზე უკვე ბევრი ითქვა.

თანამედროვე ადამიანი ჩვეულ ცხოვრებაში ხშირად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას... თუ შენობაში ჟანგბადის უკმარისობაა, ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, ეუფლება ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ტვინის აქტივობა იკლებს და შრომისუნარიანობა ეცემა. ჟანგბადის უკმარისობა იწვევს შეშუპებასა და სითხის შეკავებას ორგანიზმში. ჩვენი პროცედურები განკუთვნილია სახის კანის ზოგადი გაახალგაზრდავებისთვის, ამავდროულად ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის.

შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი მაგალითი მაიკლ ჯექსონზე, რომელიც იყენებდა თანამედროვე ტექნოლოგიებს თავის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. მას ეძინა ბაროკამერაში, რომელიც უზრუნველყოფსკონცენტრირებული ჟანგბადით სუნთქვას.

ჟანგბადი დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, ეს დიდი ხნის დამტკიცებულია. ჟანგბადოვანი კოსმეტიკის შექმნის დღიდან მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა ჟანგბადოვანი აპარატების შექმნაზე, რათაკანში კოსმეტიკის აქტიური კომპონენტების ჩაღწევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამისთვის საჭირო იყო ჟანგბადის ჭავლის ზემოქმედება კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების ადგილებში.

როგორ ხდება ეს?

ლუვირის კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს აქტიურ ნანო–ნაწილაკებს, რომლებიც ჟანგბადის მოლეკულებსა და აქტიური კომპონენტების ტრანსპორტირებას ახდენს კანის ღრმა ფენებში.

არსებობს აპარატის გამოყენების 2 მეთოდი: აქტიური და პასიური.

აქტიური მეთოდის შემთხვევაში, სუფთა ჟანგბადის ზემოქმედება ხდება წნევის მეშვეობით, ქმნის წვრილ ჟაბგბადოვან ჭავლს, რაც ერწყმისLoovir–ის კოსმეტიკურ საშუალებების აქტიურ კომპონენტებს.

Loovir–ის გამწმენდი საშუალების გამოყენების შემდეგ, გასუფთავებულ კანზე უნდა დავიტანოთ დამაბალანსირებელი ტონიკი. ვიღებთ ჟანგბადოვანი აპარატის პირს, რომელიც განკუთვნილია ჟანგბადოვანი ჭავლისთვის და ვამუშავებთ პრობლემურ ზონებს (დანაოჭებულ არეს). მუშაობას ვიწყებთ კანის ზედა ნაწილიდან:

  1. შუბლი
  2. თვალის ირგვლივ არე
  3. ყური და ლოყები
  4. ცხვირ–ტუჩის ნაკეცი
  5. ღაბაბი და სახის კონტური (ოვალი)
  6. კისერი დეკოლტეს ზონა

ჭავლი მივმართოთ სათითაოდ ყოველი ნაოჭისაკენ 2–3–ჯერ სახის ვიზუალური შუალედიდან სამასაჟო ხაზის მიმართულებით, შუბლზე–ცენტრიდან გარე მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქვედა ქუთუთოს, ამ ზონის დამუშავების შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფატოკი, მცირდება უპეების შეშუპება, ქრება თვალის ქვეშ სიშავე.

2 მეთოდი– პასიური.

  1. გასუფთავებულ სახის კანზე უნდა დავიტანოთ ტონიკი, შემდეგ ღამის მოქმედების ნიღაბი.
  2. სახეზე ვიფარებთ პლასტიკის ნიღაბს რომელიც მიერთებულია ჟანგბადოვან აპარატთან.
  3. სუფთა ჟანგბადი ააქტიურებს კოსმეტიკის მოქმედებას და კანს ამდიდრებს ჟაბგბადით.

გაახალგაზრდავების ეფექტთან ერთად ხდება ჟანგბადით როგორც ადამიანის ტვინის აქტიური გამდიდრება, ასევე ორგანიზმის გამდიდრება სასუნთქი სისტემის მეშვეობით. ამ პროცედურის შედეგად იზრდება ზოგადი მეტაბოლიზმი, უმჯობესდება სუნთქვა და ლიმფური სისტემის მუშაობა,ჩქარდება კანის ქსოვილების განახლება, მცირდება ნაოჭების სიღრმე, იზრდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, უმჯობესდება ძილი, ხდება მთლიანი ორგანიზმის რელაქსი, ჩქარდება რეგენერაციის პროცესები.